ვებ-გვერდზე http://eshop.nbe.gov.ge ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე ქონების რეალიზაცია. მოცემული ვებ-გვერდი, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში, შეიძინოს სასურველი ქონება.
მოცემული ვებ-გვერდის ამოქმედებამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონების რეალიზაციას ახორციელებდა მხოლოდ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით. eshop.nbe.gov.ge დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას ქონება პირდაპირი შესყიდვის გზითაც შეიძინონ.
ქონების შესაძენად საჭიროა რეგისტრაცია/ავტორიზაცია და სასურველი ქონების სარეალიზაციო თანხის გადახდა.
ვებ გვერდზე ნივთების განთავსება ხდება მოვალისა და კრედიტორის ერთობლივი განცხადებისა და სათანადო ნების გამოვლენის საფუძველზე;