VOLKSWAGEN PASSAT GLS

კატეგორია: ტრანსპორტი > ავტომობილები
ლოტის N: 28416
სტატუსი: ვადაგასული
დაწყება / დასრულება: 01.08.2017 04:00 - 08.08.2017 04:00
ნახვა: 14952
Wishlist-ში დამატება
აღწერა: ავტომანქანა VOLKSWAGEN PASSAT GLS, სარეგისტრაციო (VIN) ნომერი - WVWRH63BX2P017527, ტიპი - სედანი, საჭე - მარცხენა, საწვავის ტიპი - ბენზინი, ძრავის მოცულობა - 2800, ფერი - რუხი 6/8, ადგილების რაოდენობა - 4, ვიზუალური - დამაკმაყოფილებელი, ძარა (თუნუქი) 50% ნაკლები დაზიანება, სავალი ნაწილი - დამაკმაყოფილებელი, ჩამოყვანის დრო - 3 წელზე მეტი, სალონი - ტყავი, სალონის მდგომარეობა - დამაკმაყოფილებელი, მინის და სარკის მდგომარეობა - დამაკმაყოფილებელი. აქვს ელ. შუშები, ელ. სარკეები, ელ. სავარძლები, ელ. ლუქები და აუდიო მაგნიტოფონი. ავტომანქანა საშუალო შენახულობისაა, აღენიშნება ჟანგვა-კოროზია და ჭყლეტა-ნაკაწრები. აკუმულატორის განმუხტვის გამო მუშა მდგომარეობა დაუდგენელია. დაზიანებულია წინა საქარე მინა, მარჯვენა სარკე, წინა მოპირკეთების ბადე, უკანა მარცხენა მაშუქი და მარცხენა წინა ციმციმა. _______________________________ ყურადღება! "სააღსრულებო მაღაზიაში" ქონების შესაძენად საჭიროა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია / ავტორიზაცია და სყიდვის ფასის გადახდა, რომლის გადახდაც შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათის საშუალებით. „სააღსრულებო მაღაზიაში“ ქონების შემძენი პირი ვალდებულია ქონების სყიდვის ფასის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება და განკარგულებისა და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით აღსრულების ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 749 649.
პირობა: ავტომანქანის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება ქონების შემძენს;
ფასი: 3040,00 a
ქვეყანა: საქართველო
ქალაქი: თბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი): თბილისი, დიდი  დიღმის  დასახლება  1 და მე-3-ე მ/რ-ებს  შორის, დიმიტრი  თავდადებულის  ქუჩა (აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომი)
მწარმოებელი: Volkswagen
მოდელი: Passat
ფერი: რუხი
ავტომობილის ტიპი: სედანი
საწვავის ტიპი: ბენზინი
გადაცემათა კოლოფის ტიპი: ავტომატიკა
ძრავის კუბატურა: 2.8
ცილინდრი: 6
საჰაერო ბალიშები: 2
კარების რაოდენობა: 4
წამყვანი თვლები: წინა
გამოშვების წელი: 2001
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა: 23

„სააღსრულებო მაღაზიაში“ ქონების შეძენის პროცედურა

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს „სააღსრულებო მაღაზიაში“ შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2. ქონების რეალიზაცია დასრულებულად ითვლება, თუ ქონების შეძენით დაინტერესებული პირი ვებ-გვერდზე სასურველ ლოტს გადაიტანს ე.წ. „WishList“-ში და შესაბამისი გადახდის ღილაკზე დაჭერით განახორციელებს ქონების ფასის სრულად გადახდას.

3. „სააღსრულებო მაღაზიის“ მეშვეობით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ფასს.

ანგარიშსწორება

1. „სააღსრულებო მაღაზიის“ მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ქონების სრული ფასის გადახდის საშუალებაა საქართველოში მოქმედი უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდები.

2. სარეალიზაციო ფასის გადახდის შემდგომ მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით და ელექტრონული ფოსტით მიუვა შეტყობინება „სააღსრულებო მაღაზიაში“ ლოტის შეძენის თაობაზე.

შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შემძენის სასარგებლოდ გაიცემა განკარგულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და წარმოშობს ასეთი განკარგულებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებს.

2. „სააღსრულებო მაღაზიაში“ ქონების შემძენი ვალდებულია განკარგულების მიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

3. იმ შემთხვევაში, თუ „სააღსრულებო მაღაზიაში“ ქონების შემძენი დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.